“საქართველოში 6 მაგნიტუდის მიწისძვრაც საკმარისია” – გეოლოგი ქაოსური მშენებლობების წინააღმდეგ

როგორც თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი კავკასიონზე, რაც მეცნიერულად დადასტურებულია.

თეა გოდოლაძე

გეოლოგი თეა გოდოლაძე თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, რასაც ძლიერი ნგრევა და ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა, სოციალურ ქსელში ეხმიანება და იმ საშიშროებაზე საუბრობს, რაც მიწისძვრის შემთხვევაში საქართველოს ემუქრება. გეოლოგის მოსაზრებით, საქართველო 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს.

როგორც თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, ძლიერი მიწისძვრაა მოსალოდნელი კავკასიონზე, რაც მეცნიერულად დადასტურებულია.

“ჩვენ ვიცოდით, რომ ოდესმე მოხდებოდა. ყველა თურქი მეცნიერი ამბობდა. განმეორადობის ციკლიდან გამომდინარე. ვამბობ და ვიტყვი, კი შესაძლებელია კავკასიონზე მოხდეს ძლიერი მიწისძვრა”, – აცხადებს გოდოლაძე.

გეოლოგის შეფასებით, ადამიანებს კლავს უხარისხოდ აშენებული შენობები და არა მიწისძვრები.

“დაახლოებით, ერთი წუთი გრძელდებოდა რყევა. დიდი მიწისძვრაა და შესაბამისად რყევის ხანგრძლივობაც დიდია. კადრების მიხედვით, ერთად მდგარი რამდენიმე სახლიდან, ზოგი დანგრეულია, ზოგი არა. ეს არის მშენებლობის ხარისხი და ძალიან ვბრაზდები ამ დროს, ძალიან. ახლა ვლაპარაკობდი ჩემ კოლეგებთან აქ, ამერიკაში! გადაწყვეტილების მიმღებებო, პოლიტიკოსებო! მე კი არ ვარ რთული საურთიერთო ქალი, როგორც ზოგიერთი თქვენგანი ამბობს! სიმართლეს გეუბნებით გეოლოგები, სეისმოლოგები! ასეთი მიწისძვრები ხდება ამ რეგიონში და ასეთი შედეგი დგება, როდესაც შენობა და ინფრასტრუქტურა არ ვარგა! მიწისძვრა კი არ კლავს ადამიანს, შენობა კლავს და უტვინო, ფულის მოხვეჭაზე აგებული სამშენებლო პოლიტიკა!. საქართველოში 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაც საკმარისია”, – წერს თეა გოდოლაძე.

მის ფეისბუქსტატუსს მოქალაქეების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა. მათი უმეტესობა თბილისის ქაოსური მშენებლობების პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევებზე, როცა შენობის სართულიანობა ხელოვნურად არის გაზრდილი:

“თბილისში ვინც ცხოვრობს ფაქტობრივად ბომბზე ვცხოვრობთ არავინ იცის როდის ამოქმედდება, მაგრამ შედეგი, რომ თურქეთზე ბევრად უარესი იქნება, ძალიან კარგად იცის ჩვენმა მთავრობამ და კახი კალაძემ, მაგრამ მილიონების ჯიბეში ჩადების ისეთ “მუღამში” არიან… თვითონ ხომ არიან უსაფრთხოდ”.

“არავინ აკონტროლებს საქართველოში მშენებარე ბინების მდგრადობას, ყველაფერს მაინც ფული წყვეტს ჩვენს ქვეყანაში”;

“ცათამბჯენების აშენება უნდათ იქ, სადაც მეც კი მესმის, რომ ამის კეთება დანაშაულია. გაფიქრებაც არ მინდა 6 ბალს ზემოთ რა მოხდება თბილისში ამათი სიღორის გადამკიდე”;

“კედიას 8-ში კორპუსი რომ აშენდა და ვაპროტესტებდი, რადგან 3 მხრიდან, არც სახანძროს მისადგომი აქვს და ჩემ კორპუსთან ახლოს შენდებოდა, 9 სართული იყო პროექტით. რომ აშენდა და ჯერაც ვერ “დამშვენდა” – 15 სართულია. მივიდეს ნებისმიერი და იმარჩიელოს, რომელ ეტაპზე გადაწყვიტეს, რომ 9 სართულზე გათვლილი ბარემ +6 სართულსაც გაუძლებდა”.

6 თებერვალს, თურქეთში 04.17 საათზე 7.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა სირიაშიც. ორივე ქვეყანაში სტიქიურ უბედურებას 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ქართველმა გეოლოგმა თეა გოდოლაძემ გამოაქვეყნა რუკა, მონიშნულია მომყოლი მიწისძვრების ტრაქტორიას. მისი ინფორმაციით, მიწისძღვრის მასშტაბი ძალიან დიდი იყო, თუმცა საქართველომდე არ მოაღწევს.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი