ლუკა ნაცვლიშვილს ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავენ
სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლემ, იმავე სკოლის კედლიდან, რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშა ჩამოხია.
აღნიშნულ ფაქტს, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე გამოეხმაურა და საზოგადოებას აცნობა, რომ ზემოთ ხსენებულ მოსწავლეს, ლუკა ნავლიშვილს, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დაუნიშნავენ.
“იმ ბათუმელ ბიჭს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელმაც სკოლის კედლიდან რუსეთის და აფხაზეთის დროშები ჩამოხსნა, ანწუხელიძის სახელობის სტიპენდიას დავუნიშნავთ”, – წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის დერეფანში, სტენდზე გაკრული რუსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის დროშა, ამავე სკოლის მოსწავლემ, ლუკა ნაცვლიშვილმა ჩამოხსნა.
ცნობილია, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ, ის იძულებული გახდა, სკოლა დაეტოვებინა.
სალომე ხომასურიძე