მიწისძვრისგან დასაცავად იაპონელებმა “მფრინავი სახლები” გამოიგონეს

ცნობილია, რომ იაპონელებს, სეისმურად რამდენად აქტიურ პირობებში უწევთ ცხოვრება, გასაკვირი არ არის, რომ ისინი მიწისძვრისგან თავის დასაცავად სხვადასხვა გზებს ეძებენ.

ეს განსაკუთრებით ეხება მშენებლობას, რადგან ადამიანების უმეტესობა, სწორედ, შენობების ნანგრევების ქვეშ იღუპება.

Novate-ის ცნობით, ბუნებრივი კატასტროფების ტრაგიკული შედეგების თავიდან აცილების მიზნით, იაპონელმა გამომგონებლებმა მოიგონეს… „მფრინავი“ და „მოცეკვავე“ სახლები, რომლებიც უძლებენ ნებისმიერი ამპლიტუდის დარტყმებს. მათ საკმაოდ რეალური პროექტები წარმოადგინეს და გააცოცხლეს კიდეც, – იუწყება UAINFO.org.

როგორ შეძლებს სახლი “აფრენას” საჭირო დროს?

იაპონია, როგორც ყოველთვის, გვაოცებს თავისი ინოვაციური განვითარებით საავტომობილო, ელექტრონულ და ელექტრო ინდუსტრიებში. ამ ქვეყანაში სამშენებლო ბიზნესი არ გაჩერებულა ქვეყნის განსაკუთრებით არასტაბილური მიწის ზედაპირის გათვალისწინებითაც კი. ამ დრომდე, სეისმურად საშიშ ადგილებში, მშენებლები ცდილობდნენ სუპერ მყარი საძირკვლის შექმნას და ამისთვის იმ მასალების გამოყენებას, რომლებიც უძლებენ რხევის ძალას. ამჯერად, იაპონელმა ინჟინრებმა და არქიტექტორებმა სრულიად განსხვავებული გზა აირჩიეს და კმაყოფილები არიან უნიკალური სამშენებლო პროექტებით, რომლებსაც შეუძლიათ მიწის ზედაპირზე „ცურვა“ მიწისძვრის დროს ნგრევის თავიდან აცილების მიზნით. უფრო მეტიც, დეველოპერებმა არა მხოლოდ წარმოადგინეს “მფრინავი” და “მოცეკვავე” სახლების საკმაოდ რეალური კონცეფციები, არამედ საკუთარ იდეებს ხორცი შეასხეს.

იაპონური კომპანია Air Danshin Systems-ის სპეციალისტებმა შეძლეს ფანტაზიის რეალობასთან მიახლოება. მათ მოახერხეს სპეციალური საჰაერო ბალიშების დანერგვა, რომლებიც მთელ შენობას მიწის ზედაპირიდან 3-4 სანტიმეტრის სიმაღლეზე სწევს.

იაპონიაში უკვე ათასობით “მფრინავი სახლია” აშენებული, ვიზუალურად ისინი არაფრით განსხვავდებიან სტანდარტული საცხოვრებელი კორპუსებისგან, მაგრამ მიწისძვრის შემთხვევაში მათ შეუძლიათ ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა. როგორც ექსპერიმენტებმა და პრაქტიკამ აჩვენა, ასეთი სახლების მცხოვრებლები ვერც იგრძნობენ მიწისძვრის შემზარავ ბიძგებს.

სტრუქტურის ასეთი მდგრადობის მისაღწევად, Air Danshin Systems-ის სპეციალისტებს გაუჩნდათ იდეა, აეშენებინათ სახლები საძირკველთან მყარი კავშირის გარეშე. შენობის კონსტრუქცია დამონტაჟებულია ჩარჩოზე, რომლის შიგნით ჩაშენებულია სპეციალური საჰაერო ბალიში სეისმური სენსორებით, რომლებიც აანალიზებენ დედამიწის ზედაპირის ვიბრაციას. როგორც კი სახლი შეირყევა, ავტომატურად ირთვება ფუნდამენტში დამონტაჟებული მძლავრი კომპრესორები, რომლებიც ჰაერის ნაკადს აწვდის აირ ბალიშებს, სახლი რამდენიმე სანტიმეტრით იწევა ჰაერში, როგორც კი სეისმური აქტივობა დასრულდება, შენობა ეშვება მიწისძვრა გამძლე საძირკველზე სრული პარამეტრებით, სახლის შიგნით არსებული ნივთებიც კი ადგილზე რჩება.

სპეციალური სარქველი არეგულირებს სახლის ქვეშ ჰაერის მოცულობას, რაც საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს შენობის სტაბილურობა „ფრენის“ დროს. სახლი მანამდე დარჩება ლევიტაციის სტადიაში, სანამ საფრთხე არ გაქრება.

კომპანია Air Danshin-ი გეგმავს გააფართოოს თავისი ტექნოლოგია და გამოიგონოს მიწისძვრისგან დაცვის სისტემა უფრო დიდი შენობებისთვისაც.

ეს ტექნოლოგიური სიახლე კომპანიამ ჯერ კიდევ გასულ ათწლეულში შექმნა, თუმცა თავის დროზე დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა, ამიტომ პროექტი დიდი ხნის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული, თუმცა ხელახლა ყურადღება მიიქცია 2011 წლის 11 მარტის მიწისძვრის შემდეგ, რომელსაც 20 000 -მდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ეკონომიკური ზარალმა 309 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

რიგითი იაპონელებისთვის ყველაზე სასიამოვნოა ის ინფორმაცია, რომ “მფრინავი სახლის” აშენება გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე სეისმოლოგიურად გამძლე სისტემის მთელი ნაგებობის კონსტრუქციაში ჩაშენება. ინოვაციური ვარიანტის მიხედვით ძირითადი დანახარჯი მიდის სეისმურად მედეგი საძირკვლის შექმნაზე, მაგრამ ამის დაგეგმვა შენობის აშენებამდეა საჭირო. უკვე არსებული მზა შენობის ქვეშ ბალიშების დამონტაჟება ნამდვილად შეუძლებელი იქნება.

თარგმანი: შორენა პაპაშვილი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი