8 თებერვლის ამინდის პროგნოზი
8 თებერვალს თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +4 გრადუსი და თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა ფოთში და დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდები. მოსალოდნელია წვიმა. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -5 გრადუსია, ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით -0 ღამის ღამით კი -64გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -12 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც ითოვებს. დღისით +2 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, მოღრუბლული დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -0 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდები.
გურჯაანშიც ნალექის გარეშე ჩაივლის დღე. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.