თბილი სამოსი, საძილე ტომრები, ჰიგიენის საშუალებები… – თურქეთში გასაგზავნ დახმარებას საელჩო აგროვებს

საქართველოში თურქეთის საელჩო მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად საჭირო ნივთებს აგროვებს. მსურველებს შეუძლიათ ნივთები საელჩოში 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე მიიტანონ.

თურქეთი. 2023 წელი.

საელჩოს პრესსამსახური იმ ნივთების ჩამონათვალს ავრცელებს, რომლებიც დახმარების სურვილის შემთხვევაში, საქართველოს მცხოვრებლებს შეუძლიათ გაგზავნონ მეზობელ ქვეყანაში დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მოხარული იქნებიან, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.

გასაგზავნი ნივთების სია:
ქურთუკი-პალტო
საწვიმარი
სვიტერი
ხელთათმანი
შარფი – კაშნე
ბერეტი
წინდა
საბანი
საძილე ტომარა
საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
ბავშვთა კვება
ბავშვის საფენები
დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები
ქალის ჰიგიენური პაკეტები.

მსურველებს შეუძლიათ დახმარება მიიტანონ ქვემოთ მითითებულ მისამართებზე, 2023 წლის 10 თებერვალს, პარასკევს დღის ბოლომდე.

თურქეთის საელჩო ი. ჭავჭავაძის პრ. 35, თბილისი
Embassy.tbilisi@mfa.gov.tr
ბელიზ თურფჩუ: 511 130 198
ბორან ჯან ქოჩბოღანი: 599 033 560

GÜRTİAD თავისუფლების მოედანი #4, თბილისი
gurtiad@gurtiad.ge
მერთ იუმუშაქერი: 577 562 000
MÜSİAD ი. ჭავჭავაძის პრ. #37
Musiadtbilisi@hotmail.com
ხათუნა: 557 505 946

შპს იონფაში ჯორჯია, საწყობი ლიბანის 4/გ, ავჭალა, თბილისი
ისა ალთუნი: 577 562 007

ნივთების თურქეთში ტრანსპორტირება საელჩოსთან კოორდინაციით განხორციელდება.

6 თებერვალს, ღამით, თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვრის სიახლოვეს მდებარე ქალაქ გაზიანთეფთან იყო.

როგორც ,,ბიბისი” იუწყება, ბიძგების სიმძლავრე 7,8 მაგნიტუდას შეადგენდა და ის ანკარაშიც იგრძნობოდა. სტიქიას ნგრევაც მოჰყვა. დანგრეულია საცხოვრებელი სახლები და სხვა შენობები. არის ვარაუდები, რომ რამდენიმე შენობის ნანგრევებში, მოყოლილი ადამიანები არიან.

ასევე წაიკითხეთ:
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად თურქეთში 60 ქართველი მაშველი გაემგზავრა

საქართველოდან თურქეთში კიდევ 40 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრება


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი