“ამ უსახურ სივრცეში, აღარ აყვავდება ეს ნუში, ალბათ” – ეკოლოგიური პრობლემა თბილისში

თბილისის, ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობა სამშენებლო მასალის ჰაერში გაბნევის გამო, მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე მიუთითებს და დედაქალაქის მერიას მიმართავს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ყოველ ქარიან ამინდში კომპანია “არქის” მშენებარე ობიექტიდან ხან ფანერები “მოფრინავს” და აქა-იქ ეჯახებიან, რაც ადამიანებს საფრთხეს უქმნის, ხანაც, სამშენებლო ნარჩენები პირდაპირ ახლო მცხოვრები ადამიანების ეზოებში იყრება. მავნე ნარჩენები ჰაერში ვრცელდება და ისედაც ალაგ-ალაგ შემორჩენილ გამწვანებას საფრთხეს უქმნის.

მესამე მასივის მცხოვრებლების თქმით, არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის მერიას დიდი ხანია აქვს, მაგრამ მდგომარეობა არ იცვლება.

“ინფორმაცია კარგა ხანია აქვთ ამის შესახებ, მოვალთო, მაგრამ არ ჩანან. ალბათ, სიმწვანე არ არის მათ პრიორიტეტებში?! აღარ აყვავდება ეს ნუში, ალბათ. არადა, მთელს ამ ტალახიან და უსახურ სივრცეში, 80-იანი წლებიდან მოყოლებული, მხოლოდ ეს ნუში მილამაზებდა ხედს”, – აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები მაია მელაძე.

მოქალაქეები მერიის დასუფთავების სამსახურს მიმართავენ თხოვნით, გაწმინდონ ხეები ნარჩენებისგან, სანამ საბოლოოდ გახმებიან.

“ნაგავი! ნეტავ რომელიმე ნორმალურ ქვეყანაშია ასე “ნატვრის ხესავით” ნაგვით დახუნძლული ხეები? ზამთრის მოსვლას ვერ ვიტან ამის გამო, ზაფხულში რომ შეიფოთლება, კიდევ არ ჩანს. საითაც გაიხედავ, ყველგან ნაგავია”, – აცხადებს კიდევ სხვა მოქალაქე.

ადგილობრივები ეჭვობენ, რომ ნუშის ხეები ამ გაზაფხულზე ვეღარ შეიფოთლებიან.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი