“ზვიადი მკვლელია, ჯაბა დაიჭირა, საქართველოს ღუპავსო” – ისტორიული ფოტო პოლიტიკური პარალელისთვის
“შემდეგ იყო სააკაშვილი და მისი მონობა, ხმა არ ამოუღია არც 7 ნოემბერს, არც ციხეში პატიმრების გაუპატიურებაზე, არც ბიჭების მკვლელობაზე და არც არაფერზე – სამაგიეროდ უფრო მეტი უნიჭო წიგნი დაუფინანსეს და ჰონორარებიც უხვად მიაყარეს.”
პოლიტიკოსი სანდრო ბრეგაძე 1991 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გამართულ აქციაზე გადაღებულ ისტორიულ ფოტოს აქვეყნებს და 32 წლის წინანდელ მოვლენებს იხსენებს, როდესაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იბრძოდნენ დავით ტურაშვილი, გია ბარამიძე და სხვები.
“ზვიად გამსახურდიავ, დიქტატორო, უდანაშაულო ჯაბა იოსელიანი გამოუშვი და მე დამიჭირე!” – ამას გაჰყვირის 1991 წლის შემოდგომაზე გადაღებულ ამ ფოტოზე დათო ტურაშვილი – უნივერსიტეტში ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გამართულ მიტინგზე”, – წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
პოლიტიკოსი მწერალ დათო ტურაშვილს წარსულს ახსენებს და ამბობს, რომ 1992 წელს, ტურაშვილს და “მის ამფსონებს” ერთი სიტყვა არ დასცდენიათ მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტაზე, თანატოლი სტუდენტების წამებაზე, მკვლელობასა თუ ყაჩაღობაზე.
“ზვიადი ჩაუშესკუა, მკვლელია, დიქტატორია, მიტინგი დაარბია, ჯაბა დაიჭირა, საქართველოს ღუპავს და უნდა დავამხოთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა ვებრძოლოთ – 1991 წელს უნივერსიტეტის ბაღში ამას ამტკიცებდა ტურაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, გია ბარამიძე და სხვა პუტჩისტები.
შემდეგ იყო გადატრიალება, მთავრობის სასახლის შტურმში მონაწილეობა, სამეგრელოს აწიოკება, “მხედრიონთან” ძმაკაცობა, ე.წ. ზვიადისტების დაპატიმრება და წამება, შევარდნაძის ქება-დიდება და მის უკანალში უვაზელინოდ ძრომიალი.
ტურაშვილები და მისი ამფსონი “მხედრიონის” პოეტები თუ მწერლები სიხარულისგან როკავდნენ 1993 წლის 31 დეკემბერს, როდესაც დიდი ზვიადი მოკლეს, ლექსებს უძღვნიდნენ რუს ადმირალ ბალტინს, მასხარებად იყვნენ მხედრიონელების ღრეობებზე, ჯაბას ღმერთკაცს უწოდებდნენ და ზვიადის მკვლელობას უწონებდნენ.
ერთი სიტყვა პროტესტი არ დასცდენია 1992 წელს დიდუბესთან თუ ცირკთან მშვიდობიანი მიტინგის დახვრეტაზე, თავისი თანატოლი სტუდენტების წამებაზე, მკვლელობასა თუ ყაჩაღობაზე. პროტესტი კი არა, ხელზე ტყავის აძრობამდე ტაშს უკრავდნენ ჯაბას, კიტოვანს, გელა ლანჩავას და “დემოკრატია ლობიოობა არ არისო” ამ ნაძირლურ ფრაზას აღტაცებით იმეორებდნენ.
ეს “მხედრიონის” ვერის საძმოს წევრი გაასუქეს, ააყვავეს, ნიჭიერებს ბროშურას არ უბეჭდავდნენ და ამის უნიჭო მოთხრობებს ათასიანი ტირაჟებით ბეჭდავდნენ – სანაცვლოდ შევარდნაძის მეხოტბეობა შეისისხლხორცა, ედიკას ბინძური …. ბინადრად იქცა, ჯაბას და კიტოვანის გადმოგდებული მოწყალებით იკვებებოდა.
შემდეგ იყო სააკაშვილი და მისი მონობა, ხმა არ ამოუღია არც 7 ნოემბერს, არც ციხეში პატიმრების გაუპატიურებაზე, არც ბიჭების მკვლელობაზე და არც არაფერზე – სამაგიეროდ უფრო მეტი უნიჭო წიგნი დაუფინანსეს და ჰონორარებიც უხვად მიაყარეს.
ახლა ზის ბრძენის სახით იმ მეორე იდიოტთან (ლაშა ბუღაძე) ერთად და საქართველოს მოძღვრავს. ზვიადისთვის ბოდიშიც არ მოუხდია და შუბლზე ძარღვგაწყვეტილმა, უსინდისოდ ხოტბა მიუძღვნა იმას ვისაც ებრძოდა, ვის დამხობაშიც მონაწილეობდა, ვისი მკვლელობაც უხაროდა.
ჰგონიათ ხალხს ყველაფერი დაავიწყდა? სინდისიც არ აქვთ რომ თავისი უნიჭო წიგნები აღარ გამოსცენ, პირიქით – ერის მამობა სურთ მოირგონ ამ დევალვირებულმა მლიქვნელებმა.
სწორედ ასეთი უპრინციპო, წითელი ინტელიგენციის კუდი, ნიჭიერებისგან დაცლილი უტიფარი ავაზაკები უნდა ანახო მომავალ თაობებს, გააშიშვლო, ამხილო და უთხრა: – ასეთები არ გამოხვიდეთ, შვილებო!
P.S. ეს ფოტო 1991 წელსაა უნივერსიტეტის ბაღში გადაღებული. ალბათ, შეამჩნიეთ – ტურაშვილი და გია ბარამიძე ერთად დგანან წითელ-მოღალატე ინტელიგენციასთან ერთად – სტუდენტობას ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებენ. რამდენიმე დღეში იარაღს ესვრიან მთავრობის სახლს და რუსი გენერლის – ბეპაევის მიცემული იარაღით სამხედრო- კრიმინალურ გადატრიალებას დაიწყებენ – 100 წლით უკან დახევენ ქვეყანას, დაანგრევენ თბილისს, სამეგრელოს და გაყიდიან აფხაზეთს”, – წერს სანდრო ბრეგაძე.