9 თებერვლის ამინდის პროგნოზი
9 თებერვალს თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლიანი დღეა ფოთში და დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდები. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით -2 გრადუსია, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორში ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში თოვლიანი დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდები.
მოთოვს გურჯაანშიც. დღისით +5 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +6 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.