10 თებერვლის ამინდის პროგნოზი

10 თებერვალს თოვლი ან წვიმაა ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +10 გრადუსი და მოღრუბლული დღეა მოსალოდნელი, ღამით კი -1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, სადაც დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღეა ფოთში და დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში ღრუბლიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდები. +6 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

მესტიაშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -14 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -14 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +2 ღამის ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -2 გრადუსი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით -15 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც უნალექო დღეს პროგნოზირებენ. დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -13 გრადუსი იქნება. მოთოვს ომალოშიც, სადაც დღისით -3, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ითოვებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +2 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -4 გრადუსია ნავარაუდები.

მოთოვს გურჯაანშიც. დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +2 გრადუსი და თოვაა მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +5 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი