15 თებერვლის ამინდის პროგნოზი
15 თებერვალს თბილისში თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +2 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლიანი დღეა ფოთში და დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +1 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდები. +1 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსია, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება. ითოვებს ამბროლაურშიც. დღისით -1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი -1 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -10გრადუსამდე დაიწევს.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით 0 ღამის ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი,
გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვს. დღისით -6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -8, ღამით კი -15 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +7 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდები თელავში. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -5 გრადუსია ნავარაუდები.
გამოიდარებს გურჯაანში. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +7 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +6 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება.