თურქეთსა და სირიაში მიწისძვრა ინფექციური დაავადებების საფრთხეს ქმნის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ინფექციური დაავადებების გავრცელების საფრთხე არსებობს, – ამის შესახებ ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა, ჰანს კლიგემ განაცხადა.

თურქეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, ბათირ ბერდიკლიჩევის განცხადებით კი, სტიქიური უბედურების ზონაში, წყლისა და კანალიზაციის სისტემა, სერიოზულად არის დაზიანებული.

„ეს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგანაც ჩნდება საფრთხე, რომ გავრცელდეს წყლით გადამდები და ინფექციური დაავადებები“, – განაცხადა ბათირ ბერდიკლიჩევმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე ვარაუდობენ, რომ თურქეთსა და სირიაში, სეზონური გრიპებისა და კოვიდინფექციის ეპიდემიის რისკიც მაღალია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, თურქეთსა და სირიაში ჰუმანიტარული დახმარება 26 მილიონ ადამიანს სჭირდება. აქედან თურქეთში მილიონი ადამიანი, სახლ-კარის გარეშე დარჩა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ევროპის რეგიონში, მსგავსი მასშტაბის სტიქიური უბედურება საუკუნეა, არ მომხდარა. ორგანიზაციამ, თურქეთსა და სირიაში დაზარალებულების დასახმარებლად, დონორებს უკვე მოუწოდა, რომ 34 აშშ მილიონი დოლარის მობილიზება განახორციელონ.

სალომე ხომასურიძე