ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები 15 თებერვალს ერთდროულად ერთ სიმღერას ააჟღერებენ
![](https://24media.ge/wp-content/uploads/radiosadgurebis-solidaroba.jpeg)
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რადიოსადგურები, ნიდერლანდების რადიოს (NPO) 3FM-ის ინიციატივით, ერთიანდებიან და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთსა და სირიაში მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს.
აქციას უერთდება საქართველოს რადიოც. 15 თებერვალს, თბილისის დროით 11:45 საათზე საქართველოს რადიო ევროპის რადიოსადგურებთან ერთად ერთი და იმავე სიმღერას ააჟღერებს.
„ასეთ დროს რადიო ყოველთვის თქვენ გვერდით არის, ამიტომ ოთხშაბათს, 15 თებერვალს რადიოსადგურები ერთად ააჟღერებენ Birdy-ის სიმღერას – People Help the People. რადიო პირდაპირ ეხება ემოციებს, მუსიკა კი უნივერსალური ენაა. ამ ტრაგიკულ დროს ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მთელი გულით გამოვხატოთ მხარდაჭერა, გავაერთიანოთ ძალები დაზარალებულების დასახმარებლად“, – ნათქვამია ნიდერლანდების რადიოს ხელმძღვანელის მენო დე ბურის განცხადებაში.
სალომე ხომასურიძე
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)