ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მოლოდინში (ვიდეო)

საქართველო წლეულს ზამთრის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი იმართება. ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იასპარეზებს, მათ შორის, ავსტრიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, ავსტრალიის, ჩინეთის, იაპონიის, კანადის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა ქვეყნებიდან.

მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

ბაკურიანში, სპეციალურად ჩემპიონატისთვის მოეწყო ინფრასტრუქტურა – ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და ხელოვნური რეზერვუარები.

„ბაკურიანი 2023“-ის ფარგლებში, სპორტსმენები ბოლო მომზადებას გადიან. ტურნირი ოფიციალურად 18 თებერვალს გაიხსნება. ხვალვე გათამაშდება მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოქროს მედლებიც.