20 თებერვლის ამინდის პროგნოზი
20 თებერვალს წვიმაა ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც წვიმაა ნავარაუდები, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმიანი დღეა ფოთში და დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც წვიმას ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდები. +10 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.
მესტიაში თოვლიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +3 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა 0 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.
წვიმაა მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +9 ღამის ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +2 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც წვიმაა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -1 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ითოვებს ომალოშიც, სადაც დღისით -2, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდები.
იწვიმებს გურჯაანშიც. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +11 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +14 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.