24 თებერვლის ამინდის პროგნოზი
24 თებერვალს მცირე თოვლია ნავარაუდები თბილისში. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -1 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +8 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით კი 4 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც თოვლია ნავარაუდები, დღისით ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლიანი დღეა ფოთში. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +5 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც თოვლს ვარაუდობენ. დღისით ტემპერატურა +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 2 გრადუსია ნავარაუდები. +7 გრადუსია ნავარაუდები დღისით სოხუმში, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით 0 გრადუსია, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. მოთოვს ამბროლაურშიც და დღისით 5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.
თოვლია მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +6 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -9 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, დღისით +5 ღამის ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -10 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.
გორშიც თოვლია ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსია ნავარაუდები, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში უნალექო დღეა. დღისით ჰაერს ტემპერატურა +3 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით -3 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -3, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში თოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +6 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლიანი დღეა ნავარაუდები თელავში. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდები.
თოვლიანი დღეა ნავარაუდები გურჯაანში. დღისით +4 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +4 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +5 გრადუსი და თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.