პრეზიდენტის სასახლე, უკრაინის დროშის ფერებში განათდა

ორბელიანების სასახლე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, ომის წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დროშის ფერებში განათდა.

როგორც ცნობილია, ამ თემასთან დაკავშირებით, სასახლეში ფერმწერ ლევან სონღულაშვილის მიერ, რუსეთ-უკრაინის ომის თემატიკაზე შექმნილი ტილო – Noli Me Tangere/ “არ შემეხო!” – გამოიფინა.

„საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სწორედ ამ მონუმენტური ნახატით გამოხმაურებოდა უკრაინაში ომის წლისთავს. პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება შთაგონებულია პიკასოს „გერნიკით“ (Guernica), როცა 1937 წელს პარიზის მსოფლიო გამოფენაზე, პიკასოს ერთადერთი ნამუშევარი „გერნიკა“ ჰყვებოდა ომის საშინელებებსა და ომის პერიოდში, ადამიანურ ტრაგედიას“,- ვკითხულობთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი