700-მდე პატიმარზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში გაიხსნება

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში უმაღლესი ევროპული სტანდარტების პენიტენციური დაწესებულება იხსნება.

დაბა ლაითურის №1 პენიტენციურ დაწესებულებაში დასკვნითი შიდა მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, ლაითურის ციხე მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებაა და გათვლილია 700-მდე პატიმარზე.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და მსჯავრდადებულთა/ბრალდებულთა საცხოვრებელი პირობების უმაღლესი სტანდარტებით უზრუნველყოფა, ასევე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების სამუშაო გარემოზე მუდმივი ზრუნვა – იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.

ლაითურის ახალი პენიტენციური დაწესებულებაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ის სრულად მორგებულია როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა, ისე დაწესებულების თანამშრომელთა საჭიროებებს. ლაითურის პენიტენციური დაწესებულება მიმდინარე წელს გაიხსნება, სადაც 500-მდე ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, ადგილობრივი მაცხოვრებლებიც,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლელა დევდარიანი


“ჯორჯ ბუშმა დინების საწინააღმდეგოდ ცურვა დაუწუნა“ – მოგონებები ზვიად გამსახურდიაზე

31 მარტი ისტორიული რეფერენდუმისა და პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეა

ახალგაზრდა პიანისტი სანდრო გეგეჭკორი “ჯულიარდის სკოლაში” ისწავლის

31 მარტის ამინდის პროგნოზი

გერმანიაში ქართველი მძღოლები გაიფიცნენ – “მძიმე სამუშაო პირობები, სტრესი, აუღებელი ხელფასი”

პოდკასტი