28 თებერვლის ამინდის პროგნოზი

28 თებერვალს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით ასევე +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია უნალექო დღე, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +11 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +15 ღამის ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში მზიანი ამინდი და +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +7, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +19 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.