პირველი მარტის ამინდის პროგნოზი
1-ელ მარტს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსია იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ქუთაისში +17 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ფოთშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +16 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი. +16 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაში თოვლია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.
ნალექიანი დღე იქნება ბორჯომში, დღისით +12 ღამის ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლჭყაპი.
გორში წვიმა და +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +13 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღისით +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -3 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +17, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +187გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.