პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი “ხალხის ძალის” დეპუტატების მიერ მომზადებული კანონპროექტის შინაარსს ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორისა და მედიის ნაწილი არ ეთანხმება. საკანონმდებლო ინიციატივას ამჟამად პარლამენტის იურიდიული კომიტეტი განიხილავს.

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელთან და რუსთაველის გამზირზე დგანან. ორგანიზატორები ამბობენ, რომ სირცხვილის დერეფნის მოწყობასაც გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს, „ხალხის ძალამ“ საქართველოს პარლამენტში, ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა. ,,ხალხის ძალის” მიერ წარდგენილი კანონპროექტი, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა – ნედ პრაისმა დაიწუნა. მისი თქმით, კანონში გარკვეული საფრთხეა.

22 თებერვალს, ,,ხალხის ძალამ“ კანონპროექტის ალტერნატიული ვერსია – „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ორივე ვერსია, ვენეციის კომისიაში გაიგზავნება.

სალომე ხომასურიძე


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი