ქართველი მეცნიერები ლიბანში უნიკალური აღმოჩენის მომსწრენი გახდნენ

სამეცნიერო ექსპედიციამ, ბეირუთთან ახლოს მდებარე XVIII საუკუნის მონასტერში, 4 ქართულ ხელნაწერს მიაკვლია.

როგორც ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ქართული ხელნაწერი, XX საუკუნის დასაწყისში, ქართველ სასულიერო პირსა და მეცნიერს, შალვა ვარდიძეს შეუსწავლია. დანარჩენი სამის არსებობა კი ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი იყო.

გიორგი კალანდიამ, ნანა მირაშვილმა და თამარ დემეტრაძემ ეს სასიხარულო ამბავი ლიბანიდან გაგვიზიარეს. ისინი აქტიურად ცდილობენ შეისწავლონ ხელნაწერები.

აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს პერიოდში, ტაძრის ბიბლიოთეკა ყველა ხელნაწერის ციფრულ ასლს, ანუ 2000-ზე მეტ ფოტოს ქართულ მხარეს გადასცემს.

ექსპედიცია კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.

ლიკა მაჩხანელი


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი