ტრაგედია ბათუმში – ბატუტის დაზიანებას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა
ბათუმში, ბულვარში, არდაგანის ტბასთან, ბატუტის დაზიანების გამო 2 ბავშვი დაშავდა. 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა, მისი უმცროსი ძმა, რომელიც 3 წლისაა, კლინიკაში რჩება, მას დაზიანება თავის არეში აქვს.
![](https://24media.ge/wp-content/uploads/batumi.jpg)
უბედური შემთხვევა 12 მარტს, ღამით 23:00 საათის შემდეგ მოხდა. ძლიერმა ქარმა ბატუტი გაიტაცა და დააზიანა. ბატუტზე იმ მომენტისთვის 2 არასრულწლოვანი – ძმები იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვების დედა უკრაინელი, მამა – ქართველია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით დაიწყო, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)