დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყობა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირების განაცხადების მიღება დაიწყო. საგრანტო პროგრამაში გამარჯვებული დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, სათბურები მოეწყობა. ჯამში, 30-მდე პროექტი დაფინანსდება.

პროგრამის მიზანი დევნილებისა და განსახლებული ეკომიგრანტების სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მხარდაჭერაა. ამ ეტაპზე, პროგრამაში მონაწილეობა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებს და ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს შეუძლიათ. პროგრამა ბენეფიციარის მხრიდან, თანამონაწილეობის კომპონენტსაც ითვალისწინებს.

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მსურველი დევნილებისა და ეკომიგრანტების საგრანტო განაცხადების მიღება, 10 აპრილამდე გაგრძელდება. განაცხადები კი, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში – თბილისში, რუსთავში, გორსა და ქუთაისში, შემდეგ მისამართებზე მიიღება. * ქ. თბილისი, თამარაშვილის ქ.N15ა; * ქ. გორი, სამების ქუჩა N1; * ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. N20; * ქ. ქუთაისი, აბაშიძის გამზირი N27.

აღსანიშნავია, რომ სურვილის შემთხვევაში, განაცხადის გაგზავნა, სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც არის შესაძლებელი, რომლის მისამართია: info@idp.gov.ge

სალომე ხომასურიძე


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი