ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში სტუმრად მყოფ ევროკავშირის დელეგაციის წევრებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური იუწყება, ოფიციალური ვახშამი, დიპლომატების პატივსაცემად, მთაწმინდაზე გაიმართა. მთავრობის მეთაურმა, ევროპელ დიპლომატებთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, არაფორმალურ გარემოში განიხილა.

როგორც ცნობილია, თბილისში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი გაიმართება, რომელშიც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის მაღალი რანგის პირები მონაწილეობენ. მათ შორის, აღმოსავლეთ პარტნიორობის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, თურქეთსა და ავსტრიაში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელები.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მაღალი დონის რეგიონული ამბასადორიალი, გარკვეული პერიოდულობით იმართება და კონკრეტული რეგიონის ქვეყნების მიმართ, ევროკავშირის პოლიტიკის განხილვის მნიშვნელოვან ფორუმს წარმოადგენს. როგორც ოფიციალურ ვახშამზე აღინიშნა, ამბასადორიალის საქართველოში გამართვა, რეგიონში ევროკავშირისთვის საქართველოს მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი