ქართველმა კონსერვატორებმა ევროკავშირის დროშა უკვე მეორედ დაწვეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს, კონსერვატიული მოძრაობისა და მათი ტელეარხის -“ალტ-ინფოს” საპროტესტო აქცია გაიმართა. ორგანიზაციის წევრები მხარდამჭერებთან ერთად სააკაძის მოედანზე შეიკრიბნენ და მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს პარლამენტის შენობისკენ.

მსვლელობას პოლიციის თანამშრომლები აკონტროლებდნენ.

როგორც აქციის ლიდერები განმარტავენ, აქცია სპონტანურად მას შემდეგ დაანონსდა, რაც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, “ალტ-ინფოს” ოფისზე თავდასხმის მუქარები გაისმა.

კონსერვატიული მოძრაობის ლიდერებს 3 მოთხოვნა აქვთ: გათავისუფლდნენ 2001 წლის 5 ივლისის აქციაზე დაკავებულები; კანონის წინაშე აგონ პასუხი იმ პირება, როლმებიც 7-8-9 მარტის აქციაზე  სახელმწიფო „გადატრიალებას აორგანიზებდა” და მოლოტოვის კოქტეილებს ესროდა პოლიციას; ჩატარდეს რეფერენდუმი და ამგვარად გადაწყდეს უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ “უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი”.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის წინ არსებული ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს. მათი მცდელობა, რომ ჩამოხსნილი ევროკავშირის დროშის ნაცვლად საქართველოს სახელმწიფო დროშა აღემართათ, პოლიციამ აღკვეთა.

ამის შემდეგ, სასულიერო პირებმა პარლამენტის შენობის წინ დადგმულ ჯვარს პარაკლისი გადაუხადეს. აღნიშნული ჯვარი 2001 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს კონსერვატორებმა დადგეს. მაშინ ჯვრის დადგმას ევროკავშირის დროშის ჩამოხევა მოჰყვა.

კონსერვატორული პარტიის ლიდერმა ზურაბ მახარაძემ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში რევოლუციური სცენარები ვეღარ განხორციელდება.

“საქართველოში არც ნაცების და არც მამათმავლების რევოლუცია არ გამოვა, საქართველოა უპირველეს ყოვლისა. მათ მხარეს არის ტელევიზიები და ფული, პოლიციის დაცვა და სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვა. მაგრამ ჩვენ მხარეს არის წმინდა ნინოს ჯვარი, არის შეძახილები: “საქართველო უპირველეს ყოლისა”, “ჩვენთან არს ღმერთი”.

მან მადლობა გადაუხადა საინფორმაციო აქციის მონაწილეებს.


პარლამენტმა „ერუშეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ” კანონპროექტი მიიღო

უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

,,საქართველო არასოდეს დაიჩოქებს მტრის წინაშე“- საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა შინდისის გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს

ცხოველთა წამებისა და მათდამი სასტიკი მოპყრობის ფაქტებზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდა

დაექვემდებარება თუ არა ელექტრო გაყვანილობებისა და ელექტრო დანადგარების მოწყობა-სამონტაჟო სამუშაოები ლიცენზირებას

პოდკასტი