„მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 40 ქვეყანას შორის დასახელდა

საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს.

მსოფლიოს მოწინავე კვლევითი ორგანიზაციის და ვაშინგტონის N1 ანალიტიკური ცენტრის – „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ – კვლევის მიხედვით, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდექსით, საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 40 ქვეყანას შორის დასახელდა, – ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

მთავრობების კეთილსინდისიერება, შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდა:
კორუფციის აღქმა (• Perceptions of corruption,);
მექრთამეობის რისკი (Risk of bribery);
კორუფციის კონტროლი, მათ შორის სახელმწიფოს „მიტაცება“ ელიტური და კერძო ინტერესებისათვის (Control of corruption including “capture” of the state by elites and private interests).

მათივე ინფორმაციით, 2023 წელს, საქართველო „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორით ევროკავშირის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ 15 სახელმწიფოს უსწრებს. საქართველო კავკასიასა და შავიზღვისპირეთში ლიდერია, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი, მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, „მთავრობის კეთილსინდისიერების“ ინდიკატორში შეფასების 100%-იანი სკალიდან, საქართველომ 62.9%-ი აიღო, რითაც 10 წლიანი პროგრესით, მნიშვნელოვანი წინსვლა აჩვენა და პოზიცია 31 ადგილით გაიუმჯობესა. 2012 წლის კვლევაში, საქართველოს მთავრობის კეთილსინდისიერება 38%-ით იყო აღნიშნული და მსოფლიოში 69-ე ადგილი დაიკავა.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი