ფოთში შავი ზღვის დაბინძურებისთვის ვანუატუს გემი 65 000 ლარით დაჯარიმდა

შავი ზღვის დაბინძურების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა.

ზღვა ნავთობ შემცველი წყლებით, ამჯერად ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა დააბინძურა. ფოთის სასამართლომ, გემი სამართალდამრღვევად ცნო და 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ვანუატუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება, დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მოსცეს.

ფოთის ნავმისადგომებთან შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევები ხშირია. სხვადასხვა ქვეყნების დროშებით შემოსული გემები ძალიან ხშირად, შავ ზღვას სამეურნეო-ფეკალური წყლებით აბინძურებენ. ასე მაგალითად, 2018 წელს საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა. პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში – 2835 ლარის ოდენობით.

2017 წელს, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურებისთვის 3 სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების კაპიტნები დააჯარიმეს. მაშინ, მალტისა და მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა – ფოთის, ხოლო ხორვატიის დროში ქვეშ მცურავმა გემმა, სუფსის ნავსადგურში, სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს. ანალოგიურად, გემის კაპიტნებს 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქცია დაეკისრათ, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა.

პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშების ქვეშ მცურავი გემების მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების შემთხვევა დაფიქსირდა 2022 წელსაც. ქვეყნის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მოთხოვნით მაშინ გემებს სასამართლომ 65-65 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.

ბოლო წლებში, შავი ზღვის ნავთობპროდუქტებით დაბინძურების ფაქტები, ძალიან გახშირდა. ზღვის დაბინძურება კი, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საფრთხეა. დედამიწაზე ჟანგბადის ძირითადი წყარო, ზღვის ფიტოპლანქტონია, რომელიც დაბინძურებას, მკვეთრად განიცდის. გარდა ამისა, ზღვებში მრავალი სახეობა ბინადრობს, რომელთა სიცოცხლეს, სხვადასხვა დამაბინძურებლის მოქმედება, პირდაპირ აზიანებს. სხვა მხრივ, ზღვები ადამიანის საკვების წყაროსაც წარმოადგენენ, რომელიც დაბინძურების გამო, ხარისხს ამცირებს ან კარგავს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი