საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 309.9 ლარით გაიზარდა – საქსტატი

კაცების ხელფასი ქალების ანაზღაურებას, თითქმის ყველა სექტორში აღემატება.

2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.2 პროცენტით, ანუ 309.9 ლარით გაიზარდა და 1 773.7 ლარი შეადგინა. საშუალო ხელფასის სიდიდით თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობს.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განმარტავენ, საქმიანობის სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 672.6 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 61.8 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 726.7 ლარი (გაიზარდა 12.1 პროცენტით); მშენებლობა – 2 535.8 ლარი (გაიზარდა 14.8 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 455.1 ლარი (გაიზარდა 15.1 პროცენტით).

საქსტატის ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 411.7 ლარით, ხოლო კაცების – 2 123.2 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში, 258.0 ლარი (22.4%) შეადგინა, კაცებში კი, 355.3 ლარი (20.1%).

საქმიანობის სახეების მიხედვით, კაცების ხელფასი ქალების ანაზღაურებას, თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი, ბიზნეს სექტორში 313.2 ლარით (19.6%) გაიზარდა და 1911.1 ლარი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კი, ყველაზე მაღალი ხელფასი ინფორმაცია და კომუნიკაციის (3 773.6 ლარი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 64.7 პროცენტით), ასევე ხელოვნება, გართობა და დასვენების (2 959.1 ლარი, გაიზარდა 18.3 პროცენტით) დარგებში ფიქსირდება.

როგორც უწყების ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წლის IV კვარტალში, არასამეწარმეო და საფინანსო სექტორში, საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 272.4 ლარით (21.8%) გაიზარდა და 1 523.0 ლარი შეადგინა.

საქმიანობის სახეების მიხედვით, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში დასაქმებულებს, შედარებით მაღალი ანაზღაურება აქვთ.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი