“დავიღალეთ! წლებია, მხოლოდ დაპირებები გვესმის” – მოსახლეობა ხელვაჩაურის მერიის წინააღმდეგ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას სოფელ ქვედა სამებას მოსახლეობა გულგრილობაში ადანაშაულებს.

როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას ადგილობრივებმა განაცხადეს, მერიაში წლობით შეტანილი განცხადებები უყურადღებოდ არის დატოვებული.

მათივე თქმით, 6-7 წელია მერიისგან ისმენენ დაპირებებს გზის გაკეთებაზე და ამ დრომდე არაფერი შეცვლილა. საუბარია სოფლის 300 მეტრიან მონაკვეთზე, რომლის გავლა სასწრაფო დახმარების მანქანას უჭირს და არსებობს გზიდან გადავარდნის საშიშროება.

” 6 წელი გავიდა და გზის მონაკვეთი ისე დატოვეს გასაკეთებელი მანქანები ბოსტნებში ვარდებიან. ძალიან გაბრაზებულები ვართ მერიის თანამშრომლების უპასუხისმგებლო საქციელით. ვერც სასწრაფო დახმარების მანქანა და ვერც მძიმე ტექნიკა ვერ მოძრაობს ამათ დაპირებულ გზაზე. დავიღალეთ. 7 წელი დაიწყო, 300 მეტრის სიგრძის გზა ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში დაგვიტოვეს, რომ გადაადგილება შეუძლებელია”, – ამბობენ ადგილობრივები.

მათივე ინფორმაციით, უკვე წლებია მერია არ რეაგირებას სოციალურად დაუცველი ოჯახის განცხადებაზე, რომელიც სახურავის შეკეთებას ითხოვს. სახლში, სადაც ასაკოვანი ქალი ინვალიდ შვილთან ერთად ცხოვრობს, წვიმის წყალი წლებია ჩადით.

სოფლის მოსახლეობას გარე განათების არარსებობაც აწუხებს.

შორენა პაპაშვილი


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი