21 მარტის ამინდის პროგნოზი
21 მარტს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +6 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია ქარი.
ქუთაისში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +14 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
მესტიაშიც თოვლჭყაპია ნავარაუდები. დღისით +5 გრადუსია, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +11 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +4 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. გამოიდარებს.
უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +12 ღამის ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -2 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია ნავარაუდები. დღისით +6 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოში, სადაც დღისით +8, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში გამოიდარეს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +6 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს.
გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +17 გრადუსი და ქარი მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.