21 მარტი მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტს, მსოფლიო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
პირველად ეს დღე 2006 წლის 21 მარტს აღინიშნა. 2011 წლის დეკემბერს კი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ ოფიციალურად გამოაცხადა.
მეცნიერი Ჯონ ლანგდონ დაუნი პირველი იყო, რომელმაც დაუნის სინდრომი აღწერა. 1866 წელს, ბრიტანელმა ფიზიკოსმა ზედმიწევნით განმარტა ქრომოსომური პათოლოგია და როგორც აღმოჩნდა, ეს დაავადება კი არა, უბრალოდ სინდრომია. რომლის დროსაც, ადამიანს 46 ქრომოსომის ნაცვლად, 47 ქრომოსომა აქვს.
21 მარტს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, დაუნის სინდრომის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და საზოგადოების მეტად ინფორმირების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. 2013 წელიდან კი, ,, უთვალავი წინდის” ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინიციატივით დამკვიდრდა.
კონკრეტული თარიღი შემთხვევით არ შერჩეულა, საიუბილეო რიცხვი 21-ე ქრომოსომაზე მიგვანიშნებს, მარტი კი, როგორც წელიწადის მესამე თვე- ტრისომიულ მოვლენას აღნიშნავს.
დღეს საზოგადოება დაუნის სინდრომის მდგომარეობაზე ბევრად ინფორმირებულია. სწორედ ამიტომ, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ მეგობრები ქრომოსომებს არ ითვლიან.