„ფიქს თბილისი“ – ვალდალიზმთან ბრძოლის ახალი სტრატეგია დედაქალაქში

თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს, მალე შესაძლებლობა ექნებათ, ვალდალურად დაზიანებული ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენაში თავადაც მიიღონ მონაწილეობა. კონკრეტული ვანდალური ფაქტის შესახებ მოქალაქე მერიას ინფორმირებას მიაწვდის არა ცხელი ხაზის მეშვეობით, არამედ სპეციალურ აპლიკაციაზე წვდომით.

როგორც თბილისის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი განმარტავს, მალე ამოქმედდება თბილისის მერიის პროგრამა „ფიქს თბილისი“- ეს იქნება სპეციალური აპლიკაცია, რომელზეც ყველას ექნება წვდომა.

“დედაქალაქში ინფრასტრუქტურის ვანდალური დაზიანება ხშირია. ამ აპლიკაციით შევძლებთ მერიისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ არ მოგვიწევს ცხელ ხაზზე დარეკვა”, – ამბობს თოქმაჯიშვილი.

მისივე განმარტებით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საკითხთა ოთხ კატეგორიას: საგზაო ინფრასტრუქტურის დაზიანება, ხე-მცენარეების დაზიანება, გარეგანათების დაზიანება და საპარკე ინფრასტრუქტურის დაზიანება.

აპლიკაციის მეშვეობით, მოქალაქე შეძლებს დააფიქსიროს დაზიანება, გადაიღოს ფოტო, ავტვირთოს და მიუთითოს მისამართი. ინფორმაცია ავტომატურად მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს და დაიწყება რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება.

შორენა ღავთაძე


მეტროსადგურ „ისნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის გადაადგილება რამდენიმე დღით შეიზღუდება

თბილისში XIX-XX საუკუნეების აკლდამები აღმოაჩინეს

თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დაიწყო

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია იწყება, ტრანსპორტის მოძრაობა პერიოდულად შეფერხდება

ნიუ-იორკში ავტომობილების მრავალსართულიანი პარკინგი ჩამოინგრა (ფოტო)

პოდკასტი