28 მარტის ამინდის პროგნოზი
28 მარტს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. 23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +12 გრადუსია, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს.
ღრუბლიანი დღე იქნება ბორჯომში, დღისით +20 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ღრუბლიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +20 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.