სტიქიამ ზღვისპირა ქალაქები დააზარალა, არის მსხვერპლი

ძლიერმა ქარმა ქვეყნის შავი ზღვის რეგიონები დააზარალა. გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპიროსა და გურია-სამეგრელოს ცალკეულ რაიონებში, დღესაც მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე- შტორმი, მაღალმთიან რეგიონებში კი ქარბუქი. სინოპტიკოსები მომდევნო დღეების განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრად ვარდნას პროგნოზირებენ.

სტიქიას ქალაქ ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ის აღმაშენებლის ქუჩაზე ავტომობილით მოძრაობდა, რა დროსაც ხე დაეცა, მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

ქობულეთში ფიჭვნარის ტერიტორიაზე არასრულწლოვანიც დაშავდა. მოზარდს ხის ტოტი დაეცა და ხელის მოტეხილობით, კლინიკაშია გადაყვანილი.

ქარმა მოგლიჯა ხეები, დააზიანა საცხოვრებელი სახლები, სახურავები და ინფრასტრუქტურა.

ძლიერმა ქარმა პრობლემები ჩაქვშიც შექმნა. დაინგრა საცხოვრებელი სახლი და 68 წლის ქალი დაშავდა, რომელიც ამჟამად კლინიკაში გადის მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ბათუმში სტიქიამ ათამდე სახლს სახურავი მოხადა და მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ბოძები და ავტომობილები.

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, მერიის ყველა შესაბამისი სამსახურია მობილიზებული. პარალელურად ითვლიან ზარალს.

სტიქიამ პრობლემები გურიაშიც გამოიწვია. ქარმა ოზურგეთში, დოლიძის ქუჩაზე, კორპუსს სახურავი მთლიანად გადახადა და აივნები დააზიანა. დაზიანებულია ავტომობილები, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ლელა დევდარიანი


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

თბილისში მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ – რეგიონებიდან ცხოველების მიგრაცია იზრდება

“დიდი ჰესებისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს!” – თეა გოდოლაძე

“რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში” – როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, უცნობია

პოდკასტი