თბილისის ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 8 და 9 აპრილს საკურას ყვავილობის დღეებს უმასპინძლებს. ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე ბოტანიკური ბაღის ბონსაის კოლექცია იქნება წარმოდგენილი. დამთვალიერებლებს იაპონური ჩაის, თემატური ხელნაკეთი ნივთებისა და ახალგაზრდა მხატვრების მიერ, იაპონურ თემატიკაზე შესრულებული ნამუშევრების შეძენა შეეძლებათ.

ღონისძიება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით გაიხსნება, რომელსაც საქართველოში იაპონიის ელჩის მეუღლე წარუძღვება. ამის შემდეგ კი, სტუმრებისთვის იაპონური საბრძოლო ხელოვნების მასტერკლასი გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მისულ დამთვალიერებელს, სუშისა და იაპონური სამზარეულოს შემადგენელი სხვა კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ.

ღონისძიებაზე დასწრება ფასიანი იქნება:

ზრდასრულები – 4 ₾
ბავშვები 6 წლამდე – უფასო
სკოლის მოსწავლეების ბილეთის საფასური – 50 თეთრი
პენსიონერები – 1 ₾
სტუდენტები – 1₾
სოციალურად დაუცველები კი, საბუთის წარდგენის შემთხვევაში უფასოდ შევძლენ.

საკურა ალუბლის გვარის მერქნიანი, დეკორატიული მცენარეა, რომელიც გაზაფხულზე ყვავილობს. სწორედ გაზაფხულია ის საუკეთესო პერიოდი, როდესაც იაპონია საკურას ყვავილობას ეგებება. ამ სილამაზის სანახავად კი, ქვეყანას უამრავი ტურისტი სტუმრობა. მცენარის ყვავილების შეფერილობა, მუქი წითლიდან მკვეთრ ვარდისფერამდე ან თეთრამდე გრადირებს.

საკურას ნაყოფი – საკურანბო, მწნილი, დამარილებული ფოთლები და ყვავილები, საკვებ პროდუქტებში გამოიყენება. საკურა ინტენსიურად იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ რეგიონებში, როგორიცაა დასავლეთ ციმბირი, იაპონია, ჩინეთი და ა.შ. ისინი კარგად იზრდებიან საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებზე.

სალომე ხომასურიძე


დედამიწის უხუცესი ხე 9500-ზე მეტი წლისაა – უნიკალური ხეები

მიხეილ მამულაშვილის ცნობილი ბაღი განადგურების ზღვარზეა – უსახურობიდან სილამაზემდე

თბილისში მიუსაფარ ძაღლებს აღრიცხავენ – რეგიონებიდან ცხოველების მიგრაცია იზრდება

“დიდი ჰესებისთვის საკმარისი წყალი არ გვაქვს!” – თეა გოდოლაძე

“რღვევაა იქ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რღვევა ამ ქვეყანაში” – როდის აღდგება რიკოთზე მოძრაობა, უცნობია

პოდკასტი