საქართველოში შობადობა 7,9%-ით შემცირდა, განქორწინებები 32.3%-ით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს, 26 048 ქორწინებაა რეგისტრირებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 12,5%-ით მეტია.

საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 2022 წლისთვის, 42 319 ბავშვი შეადგინა, მათ შორის 21 897 ბიჭი და 20 422 გოგოა. ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 7.9 %-ით არის შემცირებული. ყველაზე მეტი – 14 202 ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე მცირე – 246 ბავშვი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, რიგით პირველი დაბადებულის წილი 37.4 პროცენტიდან 39.1 პროცენტამდე გაიზარდა, მეორე შვილის წილი 35.6 პროცენტიდან 33.5 პროცენტამდე შემცირდა. ხოლო მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი თითქმის უცვლელი დარჩა და 26.6 პროცენტი შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 2022 წელს, ცოცხლად დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში, წინა წელთან შედარებით, 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი, 27.2 პროცენტიდან 26.5 პროცენტამდე შემცირდა, 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის დედების წილი 69.2 პროცენტიდან 69.6 პროცენტამდე გაიზარდა.

ზრდა 40 წლისა და უფროსი ასაკის დედებშიც შეინიშნება, მათი წილი 3.6 პროცენტიდან 4.0 პროცენტამდე გაიზარდა. 2022 წელს, პირველი ბავშვის დაბადებისას, დედის საშუალო ასაკი 26.4 წლით განისაზღვრა.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, გარდაცვლილთა რიცხოვნობა 18.0 პროცენტით შემცირდა და 49 118 ერთეული შეადგინა. გარდაცვალების ყველაზე მეტი – 14 124 შემთხვევა, თბილისში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე ნაკლები – 715 რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში.

2022 წლის მონაცემების მიხედვით, ჩვილ ბავშვთა მოკვდაობის კოეფიციენტმა (1 წლამდე გარდაცვლილთა რიცხოვნობა 1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 7.6 % შეადგინა. 2022 წელს, 5 წლამდე ასაკის გარდაცვლილთა კოეფიციენტმა (1 000 ცოცხლად დაბადებულზე) 9.2% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შარშან, უარყოფითი ბუნებრივი მატება დაფიქსირდა (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის), რომელიც 6 799 ერთეულით განისაზღვრა. უარყოფითი ბუნებრივი მატება, თბილისის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონის გარდა, ყველა რეგიონში დაფიქსირდა.

საქსტატის ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2022 წელს, 26 048 ქორწინებაა რეგისტრირებული, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 12,5%-ით მეტია. პირველი ქორწინების საშუალო ასაკი ქალებისთვის 29.4 წელს შეადგენს, მამაკაცებისთვის კი, 31.9 წელს. ამასთან, 2022 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 14 098 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე, 32.3 პროცენტით მეტია.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი