4 აპრილის ამინდის პროგნოზი

4 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +20 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

ქუთაისში +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +15 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +7 გრადუსია, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

უნალექო დღე იქნება ბორჯომში, დღისით +20 ღამის ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში უნალექო დღე და +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +10, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +17 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

პოდკასტი