მსოფლიოში ცნობილი გამოცემა Condé Nast Traveler-ი მკითხველს საქართველოს მონახულებას ურჩევს

“საუკეთესო მოგზაურობა 2023 წელს” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი სამოგზაურო გამოცემა Condé Nast Traveler-ი, რომელიც მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, Condé Nast Traveler-მა, სოციალურ ქსელ Instagram-ში, გერგეტის სამების სურათი, სათაურით „საუკეთესო სოლო მოგზაურობა 2023 წელს“ გამოაქვეყნა. გამოცემა მკითხველს კავკასიის მთებში ლაშქრობას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ პოსტს ვებგვერდის ბმულიც აქვს დართული, სადაც Condé Nast Traveler-ი მკითხველს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, მექსიკის, დიდი ბრიტანეთის, ირლანდიის, რუანდას, ტაილანდისა და ინდონეზიის ტურისტული მიმართულების მონახულებას სთავაზობს. საქართველოში ყაზბეგის, ბორჯომის, ვარძიის, ასევე სხვადასხვა მონასტრების, ეკლესიებისა და მარნებს მონახულებას ურჩევს.

აღსანიშნავია, რომ Condé Nast Traveler-ს თავის Instagram გვერდზე 3.2 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი