5 აპრილის ამინდის პროგნოზი

5 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +22 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც იწვიმებს. დღისით +17 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს. მოსალოდნელია წვიმა.

წვიმას ვარაუოდბენ ბორჯომშიც, სადაც დღისით +20 ღამის ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +12 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. წვიმაა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +23, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

პოდკასტი