საქართველოში მშენებლობის ღირებულება შემცირდა – საქსტატის მონაცემები

2023 წლის თებერვალში, მშენებლობის ღირებულების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით შემცირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, გამოწვეულია მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.7 პროცენტიანი კლებით, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში, 0.9 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

უწყების მონაცემებით, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, მშენებლობის ღირებულების ინდექსი 4.7 პროცენტით გაიზარდა. ინდექსის ზრდა კი, ძირითადად, სამშენებლო მასალებზე ფასების 5.4 პროცენტიანი ზრდით იყო გამოწვეული, რამაც ჯამური ინდექსის ცვლილებაში, 3.09 პროცენტული პუნქტი შეიტანა.

სალომე ხომასურიძე


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

პოდკასტი