10 აპრილის ამინდის პროგნოზი

10 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა.

ქუთაისში +21 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +13 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +110 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +12 გრადუსია, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეშიც დარია, დღისით ჰაერი +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +5 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +10 ღამის ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +14 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +7 გრადუსი და თოვლ-ჭყაპია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. თოვლ-ჭყაპია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +7, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა. გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +12 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.


,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

„დღეს სტუდენტებს ევროპული სტანდარტის განათლებას ვაძლევთ” – სტუ საერთაშორისო პროექტში მონაწილეობს

საქართველოს დროშა 26 მაისს მსოფლიოს არაერთი ქვეყანაში გამოიფინა

საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებლობის 105-ე წლისთავს ზეიმობს

პოდკასტი