12 აპრილის ამინდის პროგნოზი
12 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ქუთაისში +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც წვიმს. დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +8 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +8, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.