რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს
![](https://24media.ge/wp-content/uploads/rikoti-2.jpg)
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს.
სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მობილიზებული არიან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური მაგისტრალის სხვადასხვა მონაკვეთზე და მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილების მიზნით საგზაო მოძრაობას არეგულირებენ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ამოქმედდა ახალი რეჟიმი: 07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან 194-ე კმ-მდე (ახალსოფლის კვანძიდან ზესტაფონამდე) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტისთვის, 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე კი ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. გუშინ, 18:00 საათიდან, რიკოთის უღელტეხილზე გადაადგილება დაიშვა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო ავტომობილებისათვის.
შეგახსენებთ, რომ საშიში მეწყრული პროცესების განვითარების გამო, 30 მარტის შემდეგ რიკოთის საუღელტეხილო გზა ჩაკეტილია.
3 მარტს გამართულ ბრიფინგზე, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი წერეთელმა თქვა, რომ პირველადი კვლევების შედეგები კვირის ბოლომდე ექნებათ და შემდეგ გადაწყდება ამ მონაკვეთზე მოძრაობა როდის აღდგება. მანამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზეა გადართული.
ლელა დევდარიანმა
![](https://kinsta.com/wp-content/uploads/2020/06/leaderboard-1.png)
![](http://www.espressographics.com/html_graphics/Banner_300x100.gif)