საქართველოში ხორბლისა და ქერის წარმოება 15.8%-ით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს 279.8 ათასი ტონა ყურძენია წარმოებული, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 3.0 პროცენტით მეტია.

2022 წელს, ხორბლის წარმოებამ 157.4 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს, 15.8%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქერის წარმოება 0.5 პროცენტით გაიზარდა და 58.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოებას რაც შეეხება, 149.5 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 2022 წლის მონაცემებზე, 35.8 პროცენტით ნაკლებია. კარტოფილის წარმოება კი, 15.6 პროცენტით შემცირდა და 198.2 ათასი ტონა შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ყოველივე ამასთან ერთად, 2022 წლის განმავლობაში, 127.9 ათასი ტონა ბოსტნეულია წარმოებული, რაც წინა წლის შესაბამისად მაჩვენებელს, 14.2 %-ით ჩამორჩება.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის 2022 წლის წინასწარი ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით, სიმინდისა და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, შემცირდა. ხორბლის, ქერის და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები კი, გაიზარდა.

“კვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ ჰექტარზე 2.9 ტონა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.4 ტონა ჰექტარზე, სიმინდის – 2.1 ტონა/ჰა, კარტოფილის – 11.7 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 11.0 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 12.7 ტონა/ჰა, კიტრის – 13.2 ტონა/ჰა, ხახვის – 7.8 ტონა/ჰა, ნივრის – 3.7 ტონა/ჰა, კომბოსტოს საშუალო მოსავლიანობამ კი შეადგინა 32.2 ტონა ერთ ჰექტარზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

როგორც უწყების წინასწარი მონაცემებით ირკვევა, 2022 წელს, ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა, 211.8 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს უტოლდება. საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობი კი, 4.5 პროცენტით გაიზარდა და 67.1 ათასი ჰექტარი შეადგინა საგაზაფხულო კულტურების ნათესი ფართობი 2.0 პროცენტით შემცირდა და 144.7 ათასი ჰექტარი შეადგინა.

როგორც საქსტატის მონაცემებშია აღნიშნული, ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში, ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა, 76.9 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 55.5 ათასი ჰექტარი იყო, ქერის – 27.2 ათასი ჰექტარი, კარტოფილის – 16.8 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების – 13.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის – 9.5 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი, 14.4 ათას ჰექტარს შეადგენდა.

„წინასწარი მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანაში წარმოებულია 87.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 1.9 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 69.7 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია), 42.2 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (21.7 პროცენტით ნაკლებია), 17.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (25.1 პროცენტით ნაკლებია), 53.1 ათასი ტონა ციტრუსი (13.8 პროცენტით ნაკლებია).” – ვკითხულობთ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშში.

გარდა ზემოთქმულისა, საქსტატი იუწყება, რომ 2022 წელს 279.8 ათასი ტონა ყურძენია წარმოებული, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 3.0 პროცენტით მეტია.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი