18 აპრილის ამინდის პროგნოზი
18 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.
ქუთაისში +26 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. მზიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც გამოიდარებს. დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +27 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც გამოიდარებს. დღისით +18 გრადუსია, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა მოსალოდნელი ჭიათურაში, დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +203გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს.
ნალექიანი დღე იქნება ბორჯომშიც, დღისით +21 ღამის ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გორში უნალექო დღე და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში +10 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +12, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +17 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანშიც გამოიდარებს. დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +15 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +19 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.