“მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება, ამ დროისთვის, 3.28 მილიარდი ლარია” – საპენსიო სააგენტო

2023 წლის 18 აპრილის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.28 მილიარდ ლარს შეადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას, საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის, წმინდა ამონაგებმა, 500 მილიონ ლარს გადააჭარბა. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა კი, მილიონ 390 ათასი ადამიანია.

„ჩვენს დანაზოგებს 500 მლნ ლარზე მეტი წმინდა ამონაგები დაერიცხა. ჩვენი დანაზოგები მუდმივად ინვესტირებაშია და ყოველდღიურად ერიცხება ამონაგები”, – აცხადებენ საპენსიო სააგენტოში.

როგორც ცნობილია, თქვენი საპენსიო დანაზოგების, ჩარიცხვების და დარიცხული სარგებლის შესახებ ინფორმაცია, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე, ინდივიდუალური გვერდიდან შეგიძლიათ იხილოთ. რეგისტრაციისთვის კი, პირველადი პაროლი დაგჭირდებათ. ორზე მეტი დამსაქმებლის შემთხვევაში, ნებისმიერი ორი პაროლის გამოყენებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ დღეისთვის დაგროვებითი პენსიით, სხვადასხვა კატეგორიის 3,444 პირმა ისარგებლა. მათზე გაცემული თანხა კი, 9,293,226.73 ლარს შეადგენს.

სალომე ხომასურიძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი