საქართველოს რკინიგზა ცენტრალურ აზიაში ავტომობილების გადაზიდვას იწყებს
საქართველოს რკინიგზა, ცენტრალურ აზიაში, ავტომობილების გადაზიდვას იწყებს. შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ფაქტი, საქართველოს რკინიგზისა და ავტომწარმოებლების ერთობლივი პროექტია.
როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, Toyota, BMW – სა და AUDI-ს მარკის ავტომობილებს, ცენტრალურ აზიაში რკინიგზის მეშვეობით, შემდეგი მარშრუტით ჩაიტანენ: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.
“მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა, ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები რეგულარულად განხორციელდეს“, – აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, ავტომობილების მწარმოებელი კომპანიები, ცენტრალური აზიის მიმართულებით მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ.
სალომე ხომასურიძე