საქართველოში პოლიტიკოსებზე მეტად პატრიარქს ენდობიან – NATO-ში გაწევრიანება 65%-ს სურს

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი უსაფრთხოებაა.

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საქართველოს მოქალაქეების საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს. ორგანიზაციის განმარტებით, კვლევა საქართველოში 4-დან 23 მარტის ჩათვლით ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეშვეობით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.

კითხვაზე, გჯერათ, რომ საქართველოში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც გამოხატავს თქვენს ინტერესებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 42% ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მის ინტერესებს;
25% – დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც სრულად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
29% – დიახ, სულ მცირე ერთი პარტია მაინც, მეტ-ნაკლებად გამოხატავს ჩემს ინტერესებს;
4% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ უპასუხებს.

კითხვაზე, ენდობით თუ არა საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 46% ამბობს, რომ არც ენდობა და არც არ ენდობა;
39% – არ ენდობა;
13% – ენდობა;
2% – უარს ამბობს პასუხზე.

ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91% მოწონების მიხედვით პირველ ადგილზე საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს ასახელებს.

პატრიარქის შემდეგ, გამოკითხულთა 52% ამბობს, რომ ყველაზე მოსაწონი საზოგადო ფიგურა კახი კალაძეა – 52%, კვლევის მიხედვით, მესამე ადგილს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იკავებს – 48%, მის შემდეგ ადგილს კი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი – 43%.

გამოკითხულთა 36%-36% ამბობს, რომ ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია და მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოსწონთ. მათ შემდეგ კი 35%-ით რეიტინგში “ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილია.

ამავე გამოკითხვის თანახმად, უმრავლესობა NATO-ში გაწევრიანებას მტკიცედ მხარს უჭერს.

კითხვაზე მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას, პასუხები ასე გადანაწილდა:

გამოკითხულთა 65% – მტკიცედ მხარს უჭერს;
15% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;
5% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;
9% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება;
6% – ამბობს, რომ არ იცის, ან კითხვას არ უპასუხებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მთავარი სარგებელი უსაფრთხოებაა.

კითხვაზე, თუ მხარს უჭერთ NATO-ში გაწევრიანებას, რა არის გაწევრიანების მთავარი სარგებელი, პასუხები ასე გადანაწილდა:

33% – უსაფრთხოება;
19% – თავდაცვა;
11% – ეკონომიკის გაძლიერება;
8% – სტაბილურობა / მშვიდობა;
4% – ქვეყნის განვითარება;
3% – უკეთესი მომავალი;
3% – სამხედრო მხარდაჭერა;
2% – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა;
1% – რუსული აგრესიის შეჩერება;
4% – სხვა;
12% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ უპასუხებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ NATO-ში გაწევრიანების გზაზე მთავარი დაბრკოლება რუსეთის წინააღმდეგობაა.

კითხვაზე, რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება საქართველოს NATO-ში გაწევრიანების გზაზე, პასუხები ასე გადანაწილდა:

23% – რუსეთის წინააღმდეგობა;
22% – ოკუპირებული რეგიონების სტატუსი;
19% – საქართველოში პოლიტიკური არასტაბილურობა;
11% – საქართველოში შიდა წინააღმდეგობა;
7% – NATO-ს ქვეყნების წინააღმდეგობა;
3% – სხვა;
15% – ამბობს, რომ არ იცის ან კითხვას არ პასუხობს.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი