28 აპრილის ამინდის პროგნოზი
28 აპრილს თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.
ქუთაისში +23 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +17 გრადუსი და ნალექია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიმოსალოდნელია ნალექი, დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +7 გრადუსამდე დაიწევს.
წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.
გუდაურშიც ნალექიანი დღე და +12 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ომალოში, სადაც დღისით +11, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +25 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.
გურჯაანში უნალექო დღეა ნავარაუდები. დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +28 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +16 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.