ერთ თვეში საქართველოს ეკონომიკა 7,3 %-ით გაიზარდა
2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ, 7.3 პროცენტი შეადგინა. პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა კი, 7.2 პროცენტით განისაზღვრა, – ამის შესახებ ინფორმაციას, სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2023 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი ისეთმა დარგებმა შეიტანა, როგორებიცაა მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი, დასაწყობება და ვაჭრობა.
აღსანიშნავია, რომ კლების ტენდენციაც დაფიქსირდა. დარგები კი, სადაც აღნიშნული ფაქტი განხორციელდა, არის დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკისა და უძრავი ქონების სექტორები.
სალომე ხომასურიძე